საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რიგით მე-13 თბილისის საერთაშორისო ფრი-მუთი

არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო (Arbitration Initiative Georgia - AIG) Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების ფარგლებში, ორგანიზებას უწევს რიგით მე-13 თბილისის საერთაშორისო ფრი-მუთს.

Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. ფინალური ეტაპის გამართვამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები მართავენ მოსამზადებელ შეჯიბრებს (Pre-Moots).

თბილისის საერთაშორისო ფრი-მუთს 2012 წლიდან მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (National Centre for Alternative Dispute Resolution – NCADR).

2020 წელს კორონავირუსის მიერ მსოფლიოს მასშტაბით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა როგორც Willem C. Vis  სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრზე, ისე მოსამზადებელ შეჯიბრებზე (Pre-Moots). შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ღონისძიებები ტარდებოდა ონლაინ რეჟიმში დისტანციურად. მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასულ წლებში თბილისის ფრიმუთები ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობდა, ხოლო 2021 წელს ღონისძიება ე.წ. ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდა.  

2023 წლიდან როგორც Willem C. Vis  სახელობის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო შეჯიბრი, ასევე თბილისის ფრიმუთიც ფიზიკურად დასწრების ფორმატში იმართება, რითიც აღდგა შეჯიბრის მიმდინარეობის ტრადიციული პრინციპი.

აღსაღნიშნავია, რომ წლევანდელი შეჯიბრის ფორმატმა მეტად დააინტერესა საერთაშორისო გუნდები, მონაწილეობა მიიღოთ თბილისის ფრიმუთში. მონაწილე გუნდთა შორის არიან: University of Bonn (გერმანია), University of Passau (გერმანია), Université Française en Arménie (სომხეთი), Yerevan State University (სომხეთი), American University of Armenia (სომხეთი), Baku State University (აზერბაიჯანი), ADA University (აზერბაიჯანი).

ქართველ გუნდებს შორის არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტი.

 თბილისის ფრი-მუთი ხუთდღიანი ღონისძიების სახით წარიმართება, რომელიც 14 თებერვალს ზეპირი ტრენინგებით დაიწყება. ზეპირ ტრენინგებზე Commercial Law Development Program U.S. Department and Commerce (CLDP)-ის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტები ფრი-მუთის მონაწილეებს დაეხმარებიან ზეპირი შეჯიბრებისთვის მომზადებაში. ტრენინგების შემდეგ დაგეგმილია კონფერენცია, რომლის თემატიკა მიმდინარე წლის შეჯიბრის აქტუალურ საკითხებს შეეხება და მოიცავს ასევე იმიტირებული პროცესისთვის საჭირო პრაქტკულ რჩევებს მონაწილე გუნდებისთვის. 17-18 თებერვალს გაიმართება ზეპირი რაუნდები სრულად ფიზიკური შეხვედრის ფორმატში, სადაც არბიტრებად მოწვეულნი იქნებიან არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, იურიდიული ფირმების პარტნიორები და პრაქტიკოსი იურისტები.

რიგით მე-13 ფრი მუთი ტარდება Commercial Law Development Program U.S. Department and Commerce (CLDP) მხადაჭერით და თანაორგანიზებით. AIG განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ პარტნირობისთვის და მხარდაჭერისთვის.

ზეპირი რაუნდებს 2012 წლიდან ტრადიციისამებრ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) მასპინძლობს. AIG მოხარულია რომ ტრადიცია კვლავ გრძელდება.

მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას და სასიამოვნო დროის გატარებას თბილისში.

სიახლეებისთვის ადევნეთ თვალი ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/Tbilisi.Vis.Pre.Moot

___________________

ღონისძიების გამართვის თარიღი: 14-18 თებერვალი

მისამართი (ზეპირი შეჯიბრებისთვის): ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსი

ორგანიზატორი: ა(ა)იპ არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო (AIG); Commercial Law Development Program U.S. Department and Commerce (CLDP)

საკონტაქტო პირი: ლიკა მაზიაშვილი, ლიზა ჩიტალაძე ტელ: 555971551, 598659605; ელ. ფოსტა: tbilisivispremoot@gmail.com

თარიღი: 17/02/2024